,,პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია“ რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაცია „ცოცხი ორი“

region
ავტ.: region ივნისი 17, 2019 14:33

,,პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია“ რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაცია „ცოცხი ორი“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის აზრით, ივნისის თვეში დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ და მის წინააღმდეგ გამართული კონტრაქციის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა. ეს კი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კრემლის ინტერესებშია.

„მოსკოვმა და ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყეს ახალი შეტევა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების წინააღმდეგ. მისი მიზანია, შეიქმნას საყოველთაო დესტაბილიზაცია, აღდგეს ახალი მხედრიონი, რის შედეგადაც დაგლეჯილ-განადგურებული საქართველო დაბრუნდება მოსკოვის ორბიტაზე. მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სექსუალური უმცირესობა და მათთან დაპირისპირებული კონტრაქცია“, – აცხადებს ნათელაშვილი.

მისივე განცხადებით, ლგბტ თემის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი აქცია ზუსტად ჯდება მოსკოვის გეგმებში და ნათელაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ისინიც ფინანსდებოდნენ რუსეთის მიერ, ისევე როგორც კონტრაქციის ორგანიზატორები.
„როგორც კი სექსუალურ საკითხებს შეეხება პრობლემატიკა, მაშინ უკვე იწყება ქუჩის აქტიურობა. პირველი ეტაპი, „ცოცხების ოპერაცია“, რუსეთმა წარმატებით დადგა და ხელისუფლების შეცვლას მიაღწია, ახლა იწყება ოპერაცია „ცოცხი ორი“. რა შთაბეჭდილება უნდა დარჩეს მსოფლიოს, რომ მხოლოდ სექსუალურ თემატიკაზე გამოვდივართ ქუჩაში?“, – აცხადებს ნათელაშვილი.

ამასთან, მისივე თქმით, გული სწყდება საპატრიარქოს პოზიციის გამოც.

„ლეიბორისტული პარტია“ გეგმავს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება ვაშინგტონსაც მოსთხოვოს.

region
ავტ.: region ივნისი 17, 2019 14:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,506
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics