“პირველი არ არის ქადაგიძე… ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინიციატივას, ზოგიერთი სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის შიგნით ხშირად არის. ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ოპტიმიზება კვლავ უნდა მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, ეს საერთო მსჯელობის შედეგი იქნება.

„პირველი არ არის ქადაგიძე. ამაზე ძალიან ხშირად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით, დაფარული არ ყოფილა ეს. პრემიერმაც განაცხადა, ფინანსთა სამინისტრომაც განაცხადა, ჩვენც, უმრავლესობის შიგნით გვიმსჯელია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ოპტიმიზება მართვის სფეროში არსებული ხარჯებისა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბევრად მეტი წილი მიდიოდა მართვის სფეროში. ჩვენ ეს მნიშვნელოვნად შევამცირეთ, გადავანაწილეთ სოციალურ სფეროში, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია,რომ ოპტიმიზება კვლავ უნდა მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს და რომელი არა, ეს საერთო მსჯელობის შედეგი იქნება და უფრო მეტი ანალიზი სჭირდება“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშისპეციალური სამსახური, რომელიც სამინისტროებს გააკონტროლებს, უახლოეს დღეებში შეიქმნება
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია