პიროვნული აქ არაფერია, ფუნქციის უკეთესად შესრულებაზე მიმართული ნაბიჯებია – სერგეენკო ინსპექტორის სამსახურზე

აქ პიროვნული არაფერი არ არის, ფუნქციის უკეთესად შესრულებაზე მიმართული ნაბიჯებია, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” წევრმა, დავით სერგეენკომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი.

“ყველაზე მთავარი არის ის ფუნქცია, რასაც ეს ინსტიტუცია ასრულებს. ამაზე 2018 წლიდან დაწყებული იყო მსჯელობა, რომ უმჯობესია, ის ორი მთავარი ფუნქცია, რაც მასში არის, ზედამხედველობა და გამოძიება, გამიჯნული იყოს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიშვას. ბოლო ხანებში, როდესაც ამ კანონპროექტის ინიცირება მოხდა, აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აღმოჩნდა, რომ 2018 წლიდან არის ამაზე საუბარი. მეორე ის იყო, რომ ვინც დასაქმებულები არიან ამ უწყებაში, უმუშევრები რჩებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის, ისინი მაღალი ალბათობით ისევ დასაქმდებიან. მოვისმინე არგუმენტები, რომ ამ ინსტიტუციის ფუნქციები უკეთესად შესრულდება, რაც ჩემთვის მისაღებია”, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება – ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს