“პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს, ისევ უკან დახევა მოგიწევთ“- ხიდაშელი ივანიშვილს პასუხობს

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას “რესპუბლიკურ პარტიასთან” დაკავშირებით, სადაც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის „რესპუბლიკურ პარტიასთან“ პინგ-პონგის თამაშს არ აპირებს”ფეისბუქით” ეხმაურება.

“1. ჩვენ არ დაგვიწყია 2. შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია 3. ანუ “შეფასებები უკვე გავაკეთე” არის პოზიცია 🙁 ადრე ბოდიშის მოხდა არ გიჭირდათ ხოლმე, სამწუხაროა. მე კი პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს პატარა კაცისთვის, უღირსის და მსგავსი საძაგლობებისთვის რომელიც იკადრეთ. 4. კითხები არსებობსო — დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს კითხეთ რჩევა, ვიდრე იმას ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ; 5. პინგ-პონგი არა ამას უღირს უზრდელობაზე პასუხი ქვია. 6. ეხლა არსობრივად — ბევრი დავიჭირეთო, ნიუნბერგი არ იქნებაო, ხალხს ნაცმოძრაობა რომ არსებობს ეს აღიზიანებსო. ამას სისტემური დანაშაული ჰქვია, იმ ენაზე თქვენ რომ მიშასავით მასხარად აიგდეთ – პროცედურების და კანონის ენაზე. 1, 5 ან 41 ინდივიდუალურად გასამართლებული არ ადასტურებს სისტემურობას თუ შესაბამისად არ გამოიძიეს და მოიკვლიეს. ამისათვის კი რაც საჭიროა იყო ჩემს 2012-2013 წლის იმაილებში ბევრი წერია და შეგიძლიათ მოიძიოთ “- წერს თინა ხიდაშელი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: მე მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც
შემდეგი სტატიაჯაბა სამუშია: ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშოვკებს“ მალე ახალი შენობები ჩაანაცვლებს