“პირდაპირი მნიშვნელობით ირაკლი კობახიძეს თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი, სასამართლოში კლანს ვახსენებ”

პირდაპირი მნიშვნელობით ირაკლი კობახიძეს მართლაც თმები ყალყზე უდგება ხოლმე, როგორც კი, სასამართლოში კლანს ვახსენებ, – ასე უპასუხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც დეპუტატი მას „ნაციონალური მოძრაობის“ ქომაგი უწოდა.

„ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ახლა როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, მაგრამ ალბათ, მათი კლანის საპატიო წევრიც გახდა ამდენი „ამაგის“ შემდეგ. ეს კლანი ზუსტად განასახიერებს იმ ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს, როდესაც ამ მოსამართლეების გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა ამდენი უსამართლობა. იმ პერიოდში, როდესაც წინა რეჟიმის დროს ამ ძალადობრივ სისტემას ეს მოსამართლეები მათ შორის ყველაზე დიდ პატრონაჟს უწევდნენ, კობახიძე და მის მიერ მოყვანილი პატარა, გამოუცდელი გოგო-ბიჭები, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და ამ კლანის ღია ლობისტები გახდნენ, არც ერთ თქვენგანს არ გახსოვთ მათი ამოღებული ხმა. მის გამონათქვამებზე მეცინება და ამას სერიოზულად არ ვუყურებ. თუ ვინმე ხელს აფარებს იმ ძალადობრივ სისტემას და თუ ვინმე ამაგრებს, ეს არის სწორედ კობახიძე და მისი გუნდი. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ პარლამენტში მისი ფამილარული მიმართვაც ამის დამადასტურებელი იყო. ეს ის კობახიძეა, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ჯალათების როლში იყვნენ, კარგები გახდნენ, რადგან „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“მაჟორიტართა ბაზრის დირექტორად ნუ წარმოუდგენია გიგა ბოკერიას თავი, სად დავდგები მაჟორიტარად, ჩემი გადასაწყვეტია”
შემდეგი სტატია500 startups- ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებთან შეხვედრა გაიმართა