პირდაპირ კონტაქტზე არიან ჩემთან ევროპარლამენტარები, რომლებიც აღშფოთდნენ სააპელაციოს გადაწყვეტილებით – სოფო ლილუაშვილი

მათ გააკეთეს ის, რაც უბრძანეს – აცხადებს ნიკა გვარამიას მეუღლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შეფასებისას, რომელმაც მომდევნო სხდომა სააპელაციო ვადების დარღვევით, 2 თვის შემდეგ ჩანიშნა.

სოფო ლილუაშვილის თქმით, მოსამართლეებმა არ გამოიყენეს კანონით დადგენილი ვადები და პროცესი გაწელეს, რითაც ლილუაშვილის თქმით, დადასტურდა, რომ პროცესი პოლიტიზირებულია და მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებებში თავისუფალი ვერ იქნება.

სოფო ლილუაშვილის ინფორმაციით, მოსამართლეების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები დასავლეთის მხრიდან:

“კრიტიკა უკვე მოჰყვა. პირდაპირ კონტაქტზე არიან ჩემთან ევროპარლამენტარები, რომლებიც აღშფოთდნენ, არ ვიცი ღიად რა განცხადებებს გააკეთებენ, მაგრამ ჩემთან კონტაქტზე ვინც გამოვიდა, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ სასამართლო და მოსამართლეები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში, ისევ და ისევ რჩებიან სისტემის ნაწილად და ისევ და ისევ არიან კლანის წევრები, რომელსაც ოლიგარქის კლანი ჰქვია” ამბობს სოფო ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდეოლიგარქიზაციაზე კანონის მიღება, იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ინსტიტუციები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იქნება მიმართული – სიმონიშვილი
შემდეგი სტატიავენედიქტოვა შვეიცარიაში უკრაინის ელჩის კანდიდატად განიხილება – გონჩარენკო