ფინეთის პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – ფინეთმა რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოს ნატო-ში გაწევრების განაცხადი

ფინეთმა რაც შეიძლება მალე უნდა წარადგინოს ნატო-ში გაწევრების განაცხადი, – ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესა და და პრემიერ-მინისტრ სანა მარინის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრობა განამტკიცებს ფინეთის უსაფრთხოებას.

„გაზაფხულზე ფინეთის ნატო-ში გაწევრების შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა. დრო იყო საჭირო, რათა პარლამენტს და მთელ საზოგადოებას ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია ჩამოეყალიბებინა. საჭირო იყო დრო ნატო-სა და წევრ ქვეყნებთან კონტაქტებისთვის, ასევე შვედეთთან. ჩვენ გამოვყავით დრო ამ დისკუსიისთვის. ახლა გადაწყვეტილების დრო მოახლოვდა და ჩვენ საერთო აზრს გამოვხატავთ, რათა ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საპარლამენტო ჯგუფებს, პარტიებს. ნატო-ს წევრობა განამტკიცებს ფინეთის უსაფრთხოებას. ნატო-ს წევრი ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვით ალიანსს. ნატო-მ რაც შეიძლება მალე, დაყოვნების გარეშე უნდა შეიტანოს ალიანსში გაწევრების განაცხადი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქვეყნის შიგნით ამისთვის გადასადგმელი ნაბიჯები მომდევნო დღეებში გადაიდგმება“, – ნათქვამია ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ერთობლივ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პრემიერი – დიქტატორი პუტინი უფრო საშიშია, ვიდრე ჰიტლერი და სტალინი
შემდეგი სტატია“აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა