ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის პარლამენტის დეპუტატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერკი ტუომიოია აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანა განაცხადს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უახლოესი კვირების განმავლობაში შეიტანს

მან, ასევე, აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოსა და ფინურ საზოგადოებაში, NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინელი კანონმდებლების ჯგუფმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შვედეთის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციებიც გამართა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა