ფინანსური სისტემისთვის არ არის ეს აჟიოტაჟი კარგი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი “TBC ბანკის” საქმეზე საუბრობს

ფინანსური სისტემისთვის არ არის ეს აჟიოტაჟი კარგი – ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა გასცა ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპისთვის დასაშვები იყო და კონფიდენციალობის საკითხს არ სცდებოდა. გვენეტაძე თვლის, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი ამ საქმეზე არ ღირს და ეს პროცესი საფინანსო სისტემას აზიანებს.

„იმ მიმართულებით და იმ მანდატით, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, ინფორმაცია მივეცით, პასუხები გავეცით და ამიტომ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ რაღაც სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს, ამასთან დაკავშირებით ვამბობდი რომ შეიძლება სხვა ელფერი მიეცეს მეთქი. მაგრამ ჩვენთან მიმართებაში და განცხადებაც გააკეთეს ეროვნულმა ბანკმა და “თიბისი ბანკმა” ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ საკითხთან მიმართებაში ეს კონკრეტული ტრანზაქციებთან დაკავშირებული საკითხები არის ამოწურულ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბანკის სტაბილურობა და ბანკი ნამდვილად სტაბილურია, ისევე როგორც მთლიანად საფინანსო სისტემა და ზოგადად, ფინანსური სისტემისთვის არ არის ეს აჟიოტაჟი კარგი და მინდა ვთხოვო ყველას, რომ არასწორი ინფორმაციების გავრცელება და საკუთარი ინტერპრეტაციები ნამდვილად არ არის კარგი საფინანსო სისტრემისათვის,“ – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზი“ – დიღმის მასივში მომხდარი აალების მიზეზი სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვას არ აპირებს