ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კერძო კომპანიების მეწილე აღარ არის. მაჭავარიანის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 10 ივლისამდე ის შპს „ქალამანი 2007“-ში და შპს „ტელესონიკში“ 50 პროცენტიან წილებს ფლობდა.
კიდევ ერთ კომპანიაში, შპს „კაფე-გალერეაში“ (სოციალური კაფე „რეას ციყვები“, ჭონქაძის 29) მაჭავარიანმა 40 პროცენტიანი წილი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დათმო.
დეკლარაციაში ფინანსთა მინისტრის წინა სამსახურის შემოსავალიც ფიქსირდება. 2017 წელს მაჭავარიანმა „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორის პოსტზე 386 463 ლარის შემოსავალი მიიღო.
ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრად 12 ივლისს დაინიშნა.