ფილიპინების პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს “სულელი” უწოდა

ფილიპინების პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანს

10ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ, გაეროს გენერალურ მდივანს პან გი მუნს “სულელი” უწოდა და მისი პოლიტიკა გააკრიტიკა – დღეს Yahoo News-ი წერს.
პან გი მუნმა ფილიპინებში დუტერტეს მიერ გამოცხადებული კამპანიის ფარგლებში, რომელიც ნარკოდამნაშავეების წინააღმდეგ არის მიმართული, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ისაუბრა, კერძოდ, მუნმა გაიხსენა დუტერტეს სიტყვები, რომ ის ნარკოდილერებს დახოცავს და მათი ცხედრებით თევზებს გამოკვებავს.ასევე, ის დააჯილდოვებს იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც ნარკოდილერებს მოკლავენ.
“მე ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს კიდევ ერთი სულელია. მე დანაშაულის წინააღმდეგ კამპანიას გავაგრძელებ. მე ისინი არ მეცოდებიან” – განაცხადა ფილიპინელმა ლიდერმა პან გი მუნის სიტყვების კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დუტერტემ აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას “ძაღლისშვილი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძისა და ოთარ დანელიას შემცვლელები პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა, დღეს დაასახელოს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა