პეტრო პოროშენკო – მიხეილ სააკაშვილის გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ.

ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ გამოცემა Profil-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის ასევე არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით, საამისოდ საჭიროა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყოს“, – განაცხადა პოროშენკომ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის კანონი დაარღვია.

„ის საქართველოში გაასამართლეს. ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. მისი გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს, რაზეც ის გავლენის მოხდენას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი ჩინეთის უმსხვილესი კონგლომერატის CEFC-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს