პეტრე კოლხი: ნაცნობი და ძალიან შორეული

“ჩუმი იყო, უთქმელი… მთელი ქვეყნის საქმეს გააკეთებდა, ოღონდ არავის უნდა გაეგო მისი სახელი…

ჩრდილში უყვარდა დგომა, უხმაუროდ, უხილავად მხარში დაგიდგებოდა… იტყოდი, ღმერთო, მადლობა, რომ დამეხმარეო… ეს ,,ღმერთი” ჯაბა იყო…

ქუჩაში წაქცეული, მთვრალი კაცი ვერ მიატოვა… ჩაიმუხლა, დილამდე მასთან გაატარა, სანამ არ გამოფხიზლდა, ვერ დავტოვებდიო… ზამთრის სუსხი აუცილებლად გატინავდა უგონოდ მთვრალს… პიჯაკიც მეცვა და ქურთუკიც, ქურთუკი მას მოვაცვი, მე რა გამყინავდაო… ერთი სიცოცხლე მაინც გადაარჩინა და უკვე გმირია…

შექსპირი თარგმნა, საოცარი ქართულით, მერე გერმანულად უთარგმნია… ვერ გამოვაქვეყნებ, სირცხვილია, რას იტყვიანო…

თინათინ მღვდლიაშვილის ლექსები თარგმნა ინგლისურად, გამოაქვეყნე, მაგრამ ჩემი სახელი არ მიაწეროო…

ჯაბას მეგიბრები მირეკავენ და მეუბნებიან, ჯაბაზე მეტად მგონი თავს დავსტირით, როგორ გვქონდა მისი იმედი, შუა გზაზე მიგვატოვაო…
როგორ უყვარდა ძველი ამბების მოსმენა, მერე დღიურებში ინიშნავდა… წერა თექვსმეტი წლის ასაკიდან დაიწყო, 90-იანი წლების საქართველოს ისტორიის უნუკალური დოკუმენტური მასალა მოაგროვა… გეგმებზე არასდროს დაგელაპარაკებოდა, დაუგეფმავად იმდენი შეძლო, კატალოგად რომ უნდა შეადგინო…
ბიძაჩემი ამბობს, ჩემი შვილი, მისი გარდაცვალების მერე გავიცანი, სინამდვილეში როგორი ყოფილაო…
მინდა მთელმა საქართველომ გაიცნოს…

ასეც მოვიქცევი, ყველა მისი ჩანაწერი წიგნად გამოიცემა…

ბოლოს წერილი მოუწერია, აღარ მახსოვდა, მონაწერს უცვლელად გთავაზობთ…
ის მთელი ცხოვრება, სადაც არ უნდა წასულიყო, მხოლოდ სამშობლოს დარდობდა..
,,წარმლუდგენელი ზიზღის კამპანია გააჩაღეს უკრაინის წინააღმდეგ, რაც იგივეა, საქართველოზე თავდასხმა და პუტინის გაძლიერება. ჩვენც გვამზადებენ…

ასეთი ზიზღი რიმ ააგორეს 1991 ში, წლის ბოლოს პუტჩი მოახდინეს. აქაც მაქვს მსგავსი მოლოდინი… გაგვარუსებენ თუ არ ვაჯობეთ… ყველაფერში უნდა ვაჯობოთ… ქუჩის სახელის დონეზეც კი… მენტალობაში უნდა დაუმარცხო მოსკოვი… თუ საჯარიდაც შეეწევი ამ ამბავს კარგი იქნება…

თუმცა რასაც შენ ხარ შეჭიდებული, უფრო დიდია”!..

ჯაბა, შენ გაძლევ პირობას, შენს საკეთებელსაც შევეჭიდები და ვიცი, შენ აუცილებლად შემეწევი!…
შეხვედრამდე, ჩქიმ გურიანი ჯიმა!…”-წერს პეტრე კოლხი.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი რუსულ კანონზე: ეკლესიის სტიგმატიზების საფრთხესაც ქმნის