პეტიციაში, ბრიტანეთში ხელახალ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ათობით ათასი ყალბი ხელისმომწერი იპოვეს

პეტიციაში, ბრიტანეთში ხელახალ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ათობით ათასი ყალბი ხელისმომწერი იპოვეს

7პეტიციაში, რომელიც ბრტანეთის ევროკავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის განმეორებას ეხება, და რომელსაც მიმდინარე მომენტში 3,7 მილიონი ხელმომწერი ყავს, ათობით ათასი ყალბი ხელმომწერი იპოვეს – The Guardian-ი წერს.
ბრიტანეთის მთავრობისადმი მიმართვას, გამოცემის თანახმად, ისეთმა ქვეყნებმა დაუჭირეს მხარი, როგორიც არის ისლანდია, კაიამნის კუნძულები, ტუნიზი, ამასთანავე, ხელმომწერთა რაოდენობა, ზოგ შემთხვევაში მცხოვრებთა რაოდენობას აღემატება. მაგალითად, ვატიკანიდან პეტიციას ხელი მოაწერა 39 ათასმა ადამიანმა მაშინ, როცა სულ ვატიკანში 800 ადამიანი ცხოვრობს.

ბრიტანეთის პარლამენტის პეტიციის საკითხთა კომიტეტმა პირობა დადო, რომ ისინი ყურადღებით შეისწავლიან თითოეულ ხელმოწერას. მათი თქმით, მათ უკვე წაშალეს 77 ათასი ხელმომწერი. კომიტეტის წარმომადგენლის, ჰელენ ჯონსის თქმით, მსგავსი სიტუაციები “საპარლამენტო დემოკრატიის პროცესს” არღვევს.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იქნება
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: არანაირი სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმებული არ არის