პეტიციას განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ 1 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი

news
ავტ.: news ივნისი 25, 2016 16:48

პეტიციას განმეორებითი რეფერენდუმის შესახებ 1 მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პეტიციას უკვე 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია, ახალი რეფერენდუმის შესახებ, პარლამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, ხელმომწერები ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერნდუმის ჩატარებას ახალი წესით ითხოვენ. წინადადების თანახმად, ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუკი წინაზე ამომრჩველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები,
ჩატარებული რეფერენდუმის თანახმად, ე.წ. “ბრექსითს”ამომრჩეველთა 51,9%-მა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. მოსახლეობის აქტივობამ კი 71,8 პროცენტი შეადგინა.
პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომესაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს. თავის მხრიც, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს პეტიციას, რომელსაც 10 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
ამავდროულად, საიტზე Change.org 100 000-ზე მეტი ხმა მოაგროვა პეტიციამ, რომლითაც ლონდონის მერს სადიქ ჰანს, ლონდონის დამოუკიდებელ ქალაქად გამოცხადებას სთხოვენ, რათა ევროკავშირში შესვლა შეძლოს.
ხუთშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგემის გამოცხადებისთანავე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პოსტს ოქტომბრამდე  დატოვებს. როგორც ქემერონმა აღნიშნა, არასწორი იქნება, დარჩეს “გემის კაპიტნად” მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ სხვა გზა აირჩია.

news
ავტ.: news ივნისი 25, 2016 16:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics