პესკოვის თქმით, აშშ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებით “ცეცხლზე ნავთს ასხამს”

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდება “ცეცხლზე ნავთის დასხმაა”.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, “ეს ხელს არ უწყობს კიევის სურვილი გაღვიძებას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების თაობაზე”.

“ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ შეერთებული შტატების მიზანმიმართულად და გულმოდგინედ ასხამს ცეცხლზე ნავთს. შეერთებული შტატები, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს, ებრძოლოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილის გაღვიძებას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვიღებთ”, – თქვა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით პარლამენტი პროექტის -„მოსწავლეები გადაწყვეტილებებისთვის“ – განხორციელებას იწყებს