პესკოვი – შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით პოზიტიურ პერსპექტივას ვერ ხედავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ განახლებასთან დაკავშირებით პოზიტიურ პერსპექტივას ვერ ხედავს.

პესკოვის თქმით, შეთანხმების ის ნაწილები, რომლებიც რუსეთს ეხება, შეუსრულებელი დარჩა.

„მუშაობა გრძელდება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებით დადებით პერსპექტივას, რადგან ყველაფერი, რაც შეთანხმებული იყო ჩვენთან დაკავშირებით, არ შესრულდა“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშისანქციების თავიდან არიდებაში ჩართულ ქვეყნებს სანქციები უნდა დაეკისროთ – კრამონი საქართველოს ვაჭრობაზე
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი – ლუკაშენკო კრემლს ბელარუსზე სულ უფრო მეტ კონტროლს უთმობს