პესკოვი: NATO-ს მცდელობა, გააფართოოს გავლენა კავკასიაში, რეგიონს სტაბილურობას არ შემატებს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, “NATO-ს მცდელობა, გააფართოოს გავლენა კავკასიაში, რეგიონს სტაბილურობას არ შემატებს”.

“NATO-ს ზოგადი მისწრაფებები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. NATO-ს მცდელობები, როგორმე გააფართოოს მისი გავლენები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კავკასიას სტაბილურობას და სიტუაციის პროგნოზირებადობას შემატებს.

ვაპირებთ, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონის ქვეყნებთან”, – თქვა პესკოვმა.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. გასულ კვირას ის აზერბაიჯანს, ორშაბათს კი საქართველოს ეწვია.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: საქართველოსა და უკრაინაზე გადაწყვეტილებები NATO-ში ცალ-ცალკე მიიღება
შემდეგი სტატია“დავის საგანია, კეზერაშვილი მასალას ცილისწამებად მიიჩნევს” – BBC-მ გამოძიებას წარწერა დაურთო