პენტაგონის ხელმძღვანელმა ირანს ტერორიზმის მთავარი სპონსორი უწოდა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა ირანს ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი უწოდა ტოკიოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც იაპონელ კოლეგასთან ტომომ ინადისთან შეხვედრის შემდეგ გამართა.
“რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლო ტერორიზმის ერთ-ერი მთავარი სპონსორია. ჩვენთვის აუცილებელია ეს ირანამდე მივიტანოთ” – განაცხადა მინისტრმა. მან, ამასთანავე, აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში, ისლამურ სახელმწიფოებთან პრობლემების მიუხედავად, ამერიკის მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობას ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკლ ფლინმა განაცხადა, რომ ვაშინგრონი ირანის პროვოკაციების მოთმენას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშილატვიამ რუსეთთან 23 კილომეტრიანი ღობე გაავლო
შემდეგი სტატიაიტალიის ალპების საკურორტო ზონებში ზვავი ჩამოწვა