იტალიის ალპების საკურორტო ზონებში ზვავი ჩამოწვა

იტალიის ალპებში, უდინეს პროვინციაში, სადაც ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტია, ზვავი ჩამოწვა – დღეს იტალიური მედია ავრცელებს. ზვავის ქვეშ დაახლოებით 6-7 ადამიანი მოყვა. აღნიშნავენ, რომ ისინი ზვავის ჩამოწოლის დროს მთიდან ეშვებოდნენ. მაშველებმა ორი ადამიანი თოვლიდან ამოიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ფეხი აქვს დაზიანებული, მეორე კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელმა ირანს ტერორიზმის მთავარი სპონსორი უწოდა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: სოლოლაკის შუშის სასახლიდან ასხლეტილი და ჩემსკენ გამოტყორცნილი სხივი, მკლьავს, მკლьავს…