აშშ-ს თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც საშარდე გზების ინფექცია გამოიწვია. ექიმების თქმით, სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და თავდაცვის მდივნის დაავადების პროგნოზი კარგად გამოიყურება.
“საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად არ მიწოდების” გამო ლოიდ ოსტინმა ბოდიში მოიხადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოწერენ აშშ-ს თავდაცვის მდივანს საავადმყოფოდან.