ალბათ ხშირად შეგვხედრიათ სოციალურ ქსელებში რეკლამა, რომელიც ვებსაიტის დამზადებას გთავაზობთ. ძირითადად სტანდარტულ შეთავაზებას ვაწყდებით, რომელიც ვებსაიტის მხოლოდ აწყობას მოიცავს. წარმოიდგინეთ შეუვკეთეთ ვებსაიტი და შემდეგ თქვენ უნდა წეროთ ტექსტი თითოეული გვერდისთვის. ამჟამად სააგენტოების უმრავლესობა სწორედ ასე მუშაობს.
ამას გარდა, ვებსაიტების დიდი ნაწილი (ბუნებრივია, ყველა არა) არ არის ტექნიკურად იმდენად გამართული, რომ გუგლის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, გუგლში მოწინავე პოზიციების დაკავების პროცესი ფერხდება და ბიზნესი კარგავს შემოსავლებს. სანაცვლოდ კი ამ რესურსებს კონკურენტი კომპანიები ითვისებენ!
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი საიტის დამზადება “უბრალოდ აწყობით” არ უნდა სრულდებოდეს. ამიტომ გვსურს დამკვეთები ზედმეტი თავის ტკივილისგან გავათავისუფლოთ.
რისი შემოთავაზება შეუძლია პოლუქსს დამატებით? ვებ დეველოპმენტის სერვისთან ერთად იმავე პაკეტში ისარგებლებთ კონტენტის წერის მომსახურებით ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე. ამასთანავე ვებსაიტი იქნება ტექნიკურად გამართული, რაც გულისხმობს იმას, რომ გუგლის ბოტი მარტივად შეძლებს ვებსაიტის კონტენტის წაკითხვას და სასურველ საძიებო სიტყვებზე გვერდების გამოჩენას.
გამოდის, რომ პოლუქსის სერვისი აერთიანებს ვებ დეველოპმენტის, კონტენტის წერისა და ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის მომსახურებას მხოლოდ ერთ პაკეტში. თუმცა მხოლოდ ეს არ არის, დამატებით მიიღებთ საჩუქრად სტატიას(ებს), რომლებიც ბლოგის განყოფილებას შეავსებს. სულ ბოლოს კი ყველაფერთან ერთად გაივლით ტრენინგს თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ვებსაიტი თქვენი მიზნებისთვის და რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ გუგლს კომპანიის ვებგვერდი “მოეწონოს”.
კონკრეტულად რა პაკეტები აქვს პოლუქსს ?👇
- კორპორატიული პაკეტი – მოიცავს გვერდების შედარებით მცირე რაოდენობას და წარმოადგენს ე.წ “საიმიჯო ვებსაიტს”. ამ პაკეტის აღებას გირჩევთ თუ არ გაქვთ დიდი რაოდენობით პროდუქტები ან სერვისები.
- სტადნარტ პაკეტი – ვებ დეველოპმენტის სერვისის სტანდარტული ვერსია, რომელიც გულისხმობს შედარებით მასშტაბურ და ინტენსიურ სამუშაოებს. ეს პაკეტი დამატებით შეიცავს SEO ტრენინგსაც.
- E-commerce პაკეტი – სპეციალურად ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწე ბიზნესებისთვის. პაკეტი აერთიანებს ყველა იმ საჭირო ფუნქციონალს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად მიიტანოთ პროდუქტები მომხმარებლამდე, მართოთ და წარმატებით გაყიდოთ ისინი.
გახსოვდეთ, რომ თითოეული ზემოთ ხსენებული პაკეტი მოიცავს კონტენტის წერისა და ტექნიკური SEO ოპტიმიზაციის მომსახურებასაც.
კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მოგვწერეთ ვებსაიტზე: polux.ge.
და თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ შექმნათ თუ არა ვებსაიტი თქვენი ბიზნესისთვის, მაშინ გაეცანით პოლუქსის ბლოგს ან გაიარეთ ჩვენთან კონსულტაცია.