პენტაგონი – საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსული სამხედრო ძალის 75% ახლა უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედროები გასული დღის განმავლობაში წინ 5 კილომეტრით წაივიდნენ და ახლა კიევიდან 25 კილომეტრის მოშორებით არიან. მათივე ცნობით, ფიქრობენ, რომ ოკუპანტები მომდევნო რამდენიმე დღეში შეეცდებიან, კიევს სხვადასხვა მიმართულებიდან ალყა შემოარტყან.

მათივე თქმით, რუსების წინსვლა ორი მიზეზის – უკრაინელების მტკიცე წინააღმდეგობისა და თავად რუსების პრობლემების (მაგალითად, საწვავის ამოწურვის) გამო შეფერხდა.

banner
წინა სტატიაშიტაივანი რუსეთის ზოგიერთი ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან გათიშვის ინიციატივას უერთდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 847 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი