პენტაგონი მოსკოვს ქაოსის დათესვაში ადანაშაულებს

პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს დათესოს ქაოსი საერთაშორისო ურთიერთობებში და დაშალოს საერთაშორისო ალიანსები.
,,მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, ეს არის ის რასაც რუსეთი უტყუარად თავისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს,, განაცხადა მეტისმა სენატში გამოსვლისას.მეტისის სიტყვებით, მოსკოვი არა მარტო ევროპას და ნატოს ემუქრება, არამედ ,,ცდილობს დაარღვიოს ნებისმიერი სახეობა მრავლმხრივი ალიანსებისა, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობაზე ახდენს ზეგავლენას,,
სენატში გამართულ იმავე მოსმენაზე, სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა განაცხადა, რომ გრძელდება რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესება.

banner
წინა სტატიაშიმთიანი ყარაბაღი – ომი თუ მშვიდობა?
შემდეგი სტატია(video) ელისო კილაძე: ყველა ნარკორეალიზატორი ძალოვანი უწყების ინფორმატორია