,,პენიტენციური დაწესებულების კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე ჩვენ ეტაპობრივად უარი უნდა ვთქვათ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2018 15:17

,,პენიტენციური დაწესებულების კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე ჩვენ ეტაპობრივად უარი უნდა ვთქვათ”

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და ვფიქრობთ, რომ ამ სისტემაზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

სხვა სტატიები

ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და ვფიქრობთ, რომ ამ სისტემაზე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, უწყება გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვაზე ეტაპობრივად გადადის. კახიშვილის ინფორმაციით, სამ დაწესებულებაში უკვე განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები.

„ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და ვფიქრობთ, რომ ამ სისტემაზე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი, ვინაიდან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში ასეთი სისტემა და მოდელი აღარ არის. ეტაპობრივად გადავდივართ და უკვე სამ დაწესებულებაში ეტაპობრივად განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები. დამონტაჟებული იქნება ვიბრო-სეისმური სენსორები, რომ გათხრის და პერიმეტრთან მიახლოების შემთხვევაში, ინდიკატორებმა გვიჩვენონ რა ხდება და ამავე დროს იქნება დაკავების ჯგუფები“, – განაცხადა კახიშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2018 15:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics