პეკინმა არგენტინას ჩინური გემის გამო დემარში გამოუცხადა

12ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბუენოს-აირესს არგენტინის ნაპირებზე, სანაპიროს დაცვის მიერ ჩინური თევზსაჭერი გემის ჩაძირვის გამო დემარში გამოუცხადა – ამის შესახებ ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუ კანმა განაცხადა.
პეკინმა, ასევე, სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განკარგულება გასცა ყველაფერი საგულდაგულოდ იქნას შესწავლილი, გარდა ამისა, მან არგენტინას მოსთხოვა, დაიცვას ეკიპაჟის უფლებები და ყველა ზომა მიიღოს იმისათვის, რომ მსგავსი ინციდენტი არ განმეორდეს.

ჩინური ტრაულერი დღეს დილით ჩაძირა სანაპირო დაცვამ – ამის შესახებ არგენტინის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა მიგელ ანჰელ რეიესმა განაცხადა. მისი თქმით, დაცვამ გემი არგენტინის ეკონომიკურ ზონაში აღმოაჩინა, სადაც მეთევზეები არაკანონიერად იჭერდნენ თევზს. მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა. მეთევზეები პუერტო-მადრინსის პორტში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში სერგეი ესენინის შვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება