ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის 9 წლის შვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც  შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას დიდი ჯიხაიშიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიაკალაძე ბათუმში, აჭარის რეგიონის საკრებულოებისა და მერების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებს მართავს