აშშ-ში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა მიჩიგანის შტატში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ადგილობრივ მაღაზიებში დადიოდა და საჭმელზე მომწამვლელ ნივთიერებებს ასხამდა – CNN-ი ავრცელებს.
„ადამიანის ჯანმრთელობაზე ნივთიერების ნეგატიური მოქმედების რისკი არ არის დიდი. ჩვენ ახლა ვიკვლევთ, რამდენად მასშტაბური იყო მოქმედება“ – განაცხადეს ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტში. სპეციალისტების თქმით, შხამი შედგებდა წყლის, თაგვების საწამლავისა და ხელის ანტიბაქტერიალური ნაერთისგან.
ბოროტმოქმედმა დაახლოებით 15 მაღაზიაში მოწამლა საკვები პროდუქტები. მაღაზიის მფლობელები ამბობენ, რომ მომხმარებლები თავბრუსხვევებზე და ღებინებებზე ჩიოდნენ. მათ რეკომენდაცია მიეცათ, გადაყარონ ყველა პროდუქტი, რომელიც აღნიშნულ 15 მაღაზიაშია შეძენილი.