ორივე ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა ტრამპის მხარდაჭერაზე

ორივე ჯორჯ ბუშმა უარი განაცხადა ტრამპის მხარდაჭერაზე

ბუშებიაშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უფროსმა და ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა, უარი განაცხადეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე – The Texas Tribune წერს.
„პრეზიდენტი ბუში 91 წლის არის და მან მიატოვა პოლიტიკა. ის ცოტათი დაეხმარა ჯებს, მაგრამ ეს წესის გამონაკლისი იყო“ – დაწერა 41-ე პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ჯიმ მაკგრატმა. ჯებ ბუში, ჯორჯ ბუშის კიდევ ერთი შვილი, მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონიდან თებერვალში გავარდა.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა ფრედდი ფორდმა, რომელიც აშშ-ს 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ-უმცროსის დამხმარეა: „ის არ აპირებს კომენტარი გააკეთოს ან მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე არჩევნებში“ – განაცხადა ფორდმა.
გამოცემა წერს, რომ ადრე ორივე ჯორჯ ბუში მხარს უჭერდა რესპუბლიკურ პარტიას. ახლა არჩევნებისგან დისტანცირება, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ისინი დონალდ ტრამპს მხარს არ უჭერენ.
გუშინ დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან ერთადერთი კანდიდატი დარჩა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ოპონენტმა, ჯონ კეისიკმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა საკუთარი კამპანიის შეწყვეტის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ყოფილი ნაგავზე მომუშავე სერიულ მკვლელად აღიარეს
შემდეგი სტატიაფედერალურმა აგენტებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც მაღაზიაში პროდუქტებს შხამს ასხამდა