„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში ბოიკოტი შეწყვიტა

„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში ბოიკოტი შეწყვიტა. ამის შესახებ ადა მარშანიამ განაცხადა. მისი თქმით, პარტიას მიღწეული შეთანხმება ბოლომდე არ მოსწონს, თუმცა არ უნდა დესტრუქციული ძალა იყოს.

„ჩვენ შევწყვიტეთ ბოიკოტის რეჟიმი იმის გამო რომ მოვაწერეთ ხელი მხოლოდ ერთ დოკუმენტს, თუმცა არც ეს დოკუმენტი მოგვწონს ჩვენ თავიდან ბოლომდე. ამოიწურა დრო და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ვიყოთ დესტრუქციული ძალა. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ ვარაუდობთ იმასაც რომ ჩვენ ზურგს უკან გაგრძელდება უცნაური, მიუღებელი შავბნელი ასე ვთქვათ მოლაპარაკებები და კიდევ განიცდის ეს მოლაპარაკება ცვლილებებს. ცვლილებები იქნება დეტალებში. ჩვენ წინ გვაქვს სერიოზული ბრძოლა ამ საკითხების“, – განაცხადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიჩინურმა მხარემ საქართველოს $420 000-ის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა
შემდეგი სტატიალუგარის ლაბორატორიიდან მიღებული შვიდივე პაციენტის პასუხი უარყოფითია.