ჩინურმა მხარემ საქართველოს $420 000-ის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა

ჩინეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ჩინურმა მხარემ საქართველოს $420 000-ის ღირებულების კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა.

განცხადების მიხედვით, ქართულმა მხარემ ჩინეთისგან ასევე უსასყიდლოდ მიიღო სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1 000 ცალი სწრაფი ტესტი.

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ჩინურმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი აღჭურვილობით, დაახლოებით 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონა ვირუსისა და ასევე, სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.”

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს უნდა დაინიცირდეს პირველ რიგში, ტექსტი უნდა ვნახო
შემდეგი სტატია„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში ბოიკოტი შეწყვიტა