პატრიარქი: ოპოზიცია ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღსაყდრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვახშამზე განაცხადა, რო ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას.

“მე ალბათ სხვანაირად მესმის ოპოზიცია, ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობის ყველაფერი უნდა აკრიტიკოს. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას. რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო ერისათვის, ქვენისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. ოპოზოციას უნდა ჰქონდეს პატივისცემა მთავრობის და მთავრობას ოპოზიციის. მე მომისმენია ერთ-ერთი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვები – მე არ მყავს ოპოზიციაო – მაშ როგორა ხართ-მეთქი და ყველა ვაკეთებთო. მე გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ ერთად სასარგებლო ჩვენი ქევეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის, ყველა იდგეს ხალხის საკეთილდღეოდ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის ,რომ ერთსულოვნება სუფევდეს. ღმერთმა დალოცოს ხელისუფლება, პარლამენტი და ოპოზიცია. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო,”- განაცხადა პატრიაქრმა ვახშამზე, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია პანკისის ხეობაში – ერთერთ დაკავებულს სავარაუდოდ, ჩატაევთან თანამშრომლობას ედავებიან
შემდეგი სტატიასამეგრელოში წიწვოვნების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა