სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 7 იანვარს, საშობაო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ჩაატარებს.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების ტაძარში ღამისთევის მსახურება არ გაიმართება. საშობაო ლოცვა კი 6 იანვარს, 18:00 საათზე დაიწყება.
საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ცისანა შარტავას განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწმინდესის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ექიმის თქმით, ილია მეორე 7 იანვარს, საშობაო მსახურებაზე დასწრებას შეძლებს.
პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო.