პატარა სოფელი, რომელიც გახდა დიდი ვაჟკაცობის ადგილი – ზელენსკი

“პატარა სოფელი, რომელიც გახდა დიდი ვაჟკაცობის ადგილი” -ამ სიტყვებით მოიხსენია პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევის რეგიონის სოფელი მოშჩუნი, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ, დედაქალაქის ფარი აღმოჩნდა. ზელენსკის თქმით, მოშჩუნის ბრძოლა ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდა თანამედროვე უკრაინის ისტორიაში.

ზელენსკი დღეს ადგილზე ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო ოკუპანტებთან დაღუპული უკრაინის დამცველების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მოშჩუნის „გამარჯვების ანგელოზების“ მემორიალთან.

„დღეს ვართ ადგილას, სადაც ერთი წლის წინ მოხდა ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის მოვლენები. ეს არის ბრძოლა მოშჩუნისთვის – პატარა სოფლისთვის, რომელიც გახდა დიდი ვაჟკაცობის ადგილი, ჩვენი დიდი ხალხის დიდი ღვაწლი. პატარა სოფელი კიევის მახლობლად, რომელიც გახდა მისი დიდი ფარი“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

ამ ადგილას, ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უწყვეტ და მძიმე ბრძოლებში, უკრაინელი ჯარისკაცები მტრის შემოტევას იგერიებდნენ, აკავებდნენ და ანადგურებდნენ რუსული დესანტის ელიტარულ ქვედანაყოფებს, საზღვაო ქვეითებს.

„ოკუპანტებმა სამჯერ სცადეს აქ ძირითადი ძალების გარღვევა და კიევში შემოსვლა. ჩვენმა მებრძოლებმა ეს სამჯერვე აღკვეთეს. და ბოლოს, მტერს აიძულეს უკან დახევა. მოშჩუნის დაცვით, ჩვენ დავიცავით დედაქალაქი. ფეხზე წამოდგა კიევი და მასთან ერთად – მთელი უკრაინა…2022 წლის 21 მარტი არის მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც მოგვცა რწმენა და ძალა. დღე, როდესაც დავიწყეთ ჩვენი მიწების გათავისუფლება, დავიწყეთ დამპყრობლების განდევნა უკრაინიდან.“, – ხაზგასმით აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიის, რომ კეზერაშვილის მიმართ გადაწყვეტილება ჟურნალისტიკის დღეს მიიღეს, ნათლად ასახავს და გამოხატავს „ქართული ოცნების“ რეალურ პოლიტიკურ სახეს – ცისკარიშვილი
შემდეგი სტატიაპარლამენტმა ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა