პაშინიანმა მიტინგზე რუსეთთან ურთიერთობებზე ილაპარაკა

სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვა, ის გეოპოლიტიკურ გადაადგილებებს არ განახორციელებს -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“მათ უნდათ აჩვენონ, რომ თითქოსდა, ჩვენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ ომს დავიწყებთ რუსეთის წინააღმდეგ. თქმაც არ მინდა, რომ ჩვენ რუსეთის მტრები არ ვართ, ეს ისედაც ცხადია. მაგრამ ჩვენ არც ჩვენი ქვეყნის მტერი ვართ, რომ სახელმწიფო არაგონიერი და ავანტურული გზებით ვატაროთ” – თქვა პაშინიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას არასდროს უსაუბრია ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოყვანაზე. “მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ორგანიზაცია უფრო ეფექტური იყოს და შეძლოს მეტი გარანტიების მოცემა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოებაზე, ვიდრე აქამდე იყო” – თქვა პაშინიანმა 27 აპრილს გამართულ მიტინგზე.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ივანიშვილის გამოჩენა ტესტია ოპოზიციისთვის {ვიდეო}
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ახალდაბადებულ პრინცს ლუი არტურ ჩარლზი დაარქვეს