,,პარტიის შეგნებული არჩევანია, რომ სია სრულად განახლდეს, კომპეტენტურობა და ცოდნა სჭირდება ქვეყანას”

,,ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის პირველ ათეულზე საუბრისას განაცხადა, რომ “პარტიამ შეგნებულად აირჩია კომპეტენტური, მცოდნე და კვალიფიციური კადრები”.

ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა და დასძინა, რომ “პარტიის შეგნებული არჩევანია, რომ სია სრულად განახლდეს, კომპეტენტურობა და ცოდნა სჭირდება ქვეყანას”.

„ჩვენ ვნახეთ, რა შეიძლება, ქვეყანას მოუტანოს უცოდინარობამ და უნიათო მთავრობამ და ჩვენ ვნახეთ, რა შეიძლება, მოუტანოს იმ სახეების რეინკარნაციამ და წინ წამოწევამ, ვინც გვახსოვს ავბედითი დროიდან. ქვეყანას სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ხედვა, ცოდნა და კომპეტენტურობა. ტერმინი “ახალი სახე” ძალიან პირობითია. ჩვენი ამოცანა არ ყოფილა უცნობი ადამიანების მოყვანა, რადგან ამის დრო აღარ გვაქვს. ახლა გვჭირდება წარმატებული, მცოდნე და კვალიფიციური ადამიანების გუნდი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში,,დღევანდელი ხელისუფლება აპირებს, ცოცხზე შემოჯდეს “
შემდეგი სტატია,,მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნდე იქ, სადაც ვაკეთებდი რეფორმებს”