“პარტიები, რომელსაც კობახიძემ “შმაცუნები” უწოდა, დიდი კოალიციის შექმნას ხელს შეუწყობენ” – რომან გოცირიძე

“ჩვენ არასდროს არ ვითანამშრომლებთ პრორუსული ორიენტაციის პარტიებთან” – ამ სიტყვებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.

“ძირითადი პრორუსული ძალა დღეს საქართველოში არის ორი, ესენია: “ქართული ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსი,” ერთი მედლის ორი მხარე. ეს ორი მხარე სამომავლოდ ისევ შეიკვრება, მაგრამ ხმები არ ეყოფათ, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ. ხელისუფლება შეიცვლება და ის პატარა პარტიები, რომელსაც დასცინა კობახიძემ და “შმაცუნები” უწოდა, სწორედ ისინი იქნებიან, რომლებიც დიდ კოალიციის შექმნას ხელს შეუწყობენ,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“საუკუნის საქმის” ადვოკატი მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე „შმაქსებზე“ – როდესაც კანონს არღვევ, დაგაჯარიმებენ, ეს ჩვეულებრივი მომენტია