პარტიათა დაფინანსების წესში ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ პარტიათა დაფინანსების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელზეც ოპოზიციური პარტიები ვეტოს დადებას ითხოვდნენ, ხელი გუშინ მოაწერა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონში შეტანილი ცვლილებები გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით “საკანონმდებლო მაცნეზე” გუშინ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

ცვლილებებით, პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, როცა პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის. ასეთი შედეგის მქონე პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსებას და ფრაქციის შექმნისთვის დადგენილ დაფინანსებას.

banner
წინა სტატიაში“ევროპა-საქართველოს ურთიერთობები“ – დავით ზალკანიანის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში
შემდეგი სტატიაბათუმში საბურავების ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს