“პარტიაში ახალი სახეები, რა თქმა უნდა, იქნება”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტიაში ახალი სახეების გამოჩენა მნიშვნელოვანია.

 

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” არჩევნებში დამოუკიდებელი სუბიექტის სახით გავა.
ამის შესახებ, კახა კალაძემ დღეს, რუსთავში განაცხადა, სადაც საოლქო ორგანიზაციის არჩევის კონფერენციაზე იმყოფებოდა.
“პარტიაში ახალი სახეები, ახალი სისხლი, რა თქმა უნდა, იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვინ იქნება გაწევრიანებული პარტიაში, ვინ იქნებიან ეს სახეები, კოალიციურ რეჟიმში მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, თუ გამოვალთ კოალიციიდან – ამაზე იქნება მსჯელობა”,- განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა.
ასევე, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. პარტიის ყრილობის  ჩატარების თარიღი არ კონკრეტდება, მაგრამ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყრილობის ჩატარება აპრილში იგეგმება. კონკრეტული თარიღი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საოლოქო ორგანიზაციების კონფერენციებს ასრულებს. ქვეყნის მასშტაბით 71 კონფერენცია უკვე ჩატარდა. კონფერენცია დღეს რუსთავშიც ჩატარდა, სადაც საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ქალაქის მერი აირჩიეს.
კონფერენციის ჩატარება დღის ბოლოს გორსა და მცხეთაში იგეგმება, რითაც 73 საოლქო ორგანიზაცია დაფუძნდება.კონფერენციებზე ირჩევენ ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ასევე დელეგატებს.
banner
წინა სტატიაშიორხევის მოსახლეობა მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
შემდეგი სტატია“ჩვენ წელსაც ისე აღვნიშნავთ ცხრა მაისს, როგორც აქამდე”- აბაშიძის პასუხი მოსკოვის მერიის ტენდერზე