“პარტიას სჭირდება არაციხეში მჯდომი, არადევნილობაში მყოფი კონკრეტული ადამიანები” – “ენმ”-ს პოლიტსაბჭო

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრები ოფისში იკრიბებიან. პარტიის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით დავით ბაქრაძემ კომენტარი არ გააკეთა. გიგა ბოკერია გიგი უგულავას შეხედულებებს ეთანხმება. თბილისის ყოფილი მერის მოსაზრებას იზიარებს ელენე ხოშტარიაც. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, რადგან, მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია.
„პარტიას რომ სჭირდება არა ციხეში მჯდომი, არა დევნილობაში მყოფი კონკრეტული ადამიანები ეს ცხადია, ოღონდ მნიშვნელოვანია, მათი აზრი, ვინც დევნილობასა და ციხეშია, იყოს გათვალისწინებული, მთავარი არის ერთიანობა ჩვენ რაც არ უნდა პრობლემა გვქონდეს გუნდის შიგნით, თუ ჩვენ ამ პრობლემასთან ბრძოლაში ერთიანობას გადავაყოლებთ, ეს იქნება ივანიშვილის არა იმ გაყალბებული და დაწერილი არჩევნების გამარჯვება, არამედ ეს იქნება გამარჯვება. ამიტომ ჩემი აზრით ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა შევინარჩუნოთ “- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft–ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა