“პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვა საქართველომ”

პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას გამარჯვებაა.

„ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ყველას მადლობა, ვინც იყო ჩართული და რა დოზითაც იყო ჩართული სააკაშვილი იყო, წულუკიანი იყო, თეა ბურჯალიანი იყო, ყველას დიდი მადლობა. მოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, სიყვარული და სიძულვილი გვერდზე გადავდოთ. ვინც ამ სარჩელის მომზადებასა და სასამართლოში სარჩელის დაცვაში იყო ჩართული, ყველას, მე როგორც ერთი მოქალაქე მადლობას ვეუბნები. არ ვიცი, სააკაშვილი რა დოზით იყო ჩართული. თუ იყო ჩართული, მაშინ მასაც მადლობა და ნებისმიერს. აქ პარტიას მნიშვნელობა არ აქვს. აქ გაიმარჯვა საქართველომ, სახელმწიფომ და საქართველო გამოჩნდა მართალი რუსეთის ფედერაციასთან. ეს შესაბამისად ყველას, თითოეული ჩვენგანის გამარჯვებაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგატესტილი რელიგიური მსახურებიდან კორონავირუსი 62-ს დაუდასტურდა
შემდეგი სტატია“ახლა ვართ გარკვეულწილად სტატისტიკურად პლატოს პერიოდში “