პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრაზე განიხილეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ. გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი.
გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა – ამოღებულია 5 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, ასევე 10 ლიტრი და 896 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება