პარტია „ცენტრისტების“ თავმჯდომარე, შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი განცხადებას ავრცელებს

პარტია „ცენტრისტების“ თავმჯდომარე, შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი განცხადებას ავრცელებს

xachishviliპარტია „ცენტრისტების“ თავმჯდომარე, შს ყოფილი მინისტრი თემურ ხაჩიშვილი განცხადებას ავრცელებს.

“ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არავის უტოვებს უფლებას პასიური დარჩეს მიმდინარე მოვლენების მიმართ.
მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო 8 ოქტომბრის არჩევნებში.

რამდენიმე ფაქტორი, რამაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. პირველი: ფაქტობრივად უკვე დაანონსებულია სახელმწიფო გადატრიალება. ქვეყანა დგას ახალი ფაშისტური რეჟიმის დამყარების საშიშროების წინაშე!მზადდება ახალი დიქტატურა!

საკმაოდ სერიოზული ძალები ამზადებენ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას! „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად!

სამწუხაროდ, მათ ეს ერთხელ უკვე გამოუვიდათ „მოქალაქეთა კავშირის“ კორპუმპირებულ და გახრწნილ ხელისუფლებასთან.

ქვეყანა სწრაფი ტემპით მიექანება 90-იანი და 2003 წლის მოვლენებისაკენ, რომელმაც კატასტროფული შედეგები -როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში მოუტანა ქვეყანას.

სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებაში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური ძალა და ამას ვამბობ მწუხარებით, რომელიც შეაჩერებს მოსალოდნელ ფაშისტურ რეჟიმს და აღკვეთს „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების დანაშაულებრივ ქმედებას.

ერთადერთი ძალა, რომელსაც ძალუძს ამის გაკეთება არის საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი!დღევანდელმა ხელისუფლებამ, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა მთელ საქართველოსთან ერთად დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, მაგრამ ხელისუფლებამ გამარჯვების განმტკიცების ნაცვლად წამოიწყო გაუგებარი პოლიტიკური პროცესი სახელად – კოაბიტაცია , ხელისუფლებამ გარიყა მათ გვერდით მებრძოლი საზოგადოება და ჩამოყალიბდა სახელისუფლო კასტად, რომელიც არ გამოირჩევა არც შინაგანი სიმტკიცით და არც დიდი ავტორიტეტით საზოგადოებაში.

დღეს, ქვეყნის სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი არიან არა სახელისუფლო ინსტიტუტები და მათი ხელმძღვანელები, არამედ მშვიდობის გარანტი ქვეყანაში არის ერთი კაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი.ამიტომაცაა, რომ მთელი აგრესია „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მიმართულია ამ ერთი კაცისაკენ.

მათ ერთხელ უკვე გაიმარჯვეს საქართველოში, საკმარისია! არ უნდა დავუშვათ ფაშისტური რეჟიმის რესტავრაცია! ჩვენ შევიკვრებით ერთ დიდი ძალად და 8 ოქტომბერი იქნება არა ფაშიზმის აღდგენის, არამედ ქართველი ხალხის, საქართველოს საზოგადოების გამარჯვების თარიღი.

გვავიწყდება, რომ ჩვენ ყველა, ქალიც, კაციც, მოხუციც და ახალგაზრდაც საქართველოს ჯარისკაცები ვართ!შევიკრათ ერთ მუშტად და მივუჩინოთ საქართველოს მტრებს, ნეოფაშისტებს, ხაზინის ვირთხებს კუთვნილი ადგილი! პასიურობა უნდა დასრულდეს!

ჩვენ ყველამ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველო ჩვენი დასაცავია! დაიმახსოვრეთ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანების რამდენიმე პრინციპი: -ჩვენთან ნუ მოხვალ ადამიანები, ვინც ბატონი ბიძინას მტრები ხართ!მიბრძანდით „ნაციონალებთან“ ან მათ სატელიტებთან, მიბრძანდით თუნდაც „ოცნებაში“ დიდად არც იქ გესვრიან ქვებს.

-ვინც მიიჩნევთ, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში მოღვაწეობა გამოიყენოთ საკუთარი გამდიდრებისათვის, ჩვენთან ნუ მოხვალთ!

კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

გვიჭრდება ადამიანები, ვისაც საქართველო უყვარს და სტკივა, ვისთვისაც საქართველო უპირველესია!ვიმეორებ, საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას კვლავ ახალი დიქტატურის დამყარება ქვეყანაში!

ეს იქნება საბოლოო დასამარება საქართველოსი!

ქართველი ხალხის გადასაწყვეტია 8 ოქტომბერი იქცევა დიდგორად, ბაზალეთად თუ კრწანისად!

8 ოქტომბრამდე წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების ეპოქა საქართველოში საბოლოოდ დასრულდა!

მოგიწოდებთ გაერთიანებისაკენ!

ერთხელ და სამუდამოდ, მშვიდობიანად მოვაშოროთ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი საქართველოს ხელისუფლების სადავეებს!

ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ჩვენ ვართ ძალა, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა ძალუძს!”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც tb24.ge ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) პრემიერმინისტრმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიადავბრუნდეთ, ვიდრე გვიან არაა და ამ „ურაპატრიოტიზმა“ არ წაგვლეკა!