წალენჯიხის გამგეობას “ფაროსანას პრეპარატი” “სარევალას სითხეში” შეეშალა – რა მოხდა სოფელ ჯაღირაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაღირას მკვიდრი აბელ მებონია ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატმა დააზარალა. როგორც თავად მებონია „თაიმერთან“ საუბარში აცხადებს, გამგეობას სავარაუდოდ “ფაროსანას პრეპარატი” სარევალა ბალახის საწინააღმდეგო სითხეში შეეშალა. მებონიამ სითხე გამოიყენა. ასევე, გამოიყენეს მისმა მეზობლებმაც. შედეგმა არ დააყოვნა და სიმინდის მთელი მოსავალი – ჰექტარზე მეტი განადგურდა.
მებონია დახმარებისათვის შესაბამის სამსახურებს მიმართავს და ზარალის ანაზაღაურებას ითხოვს.
როგორც მებონია აცხადებს, 6 ტონამდე სიმინდის მოსავალი განადგურებულია. დაზარალებული იმ პირების დასჯას ითხოვს, ვინც ეს სითხე მისცა.
„შეეშალათ თუ რა მოხდა სინამდვილეში, არ ვიცი. ფაქტია, მოსავალი გამინადგურეს. არადა, 6 ტონამდე სიმინდი უნდა ამეღო. ახლა რა ვქნა. რა გავაკეთო,“ – აცხადებს მებონია.
წალენჯიხის გამგებლის მოადგილის სევერიან შეროზიას თქმით, გამორიცხულია, რომ სოფელ ჯაღირაში მომხდარი ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატს უკავშირდებოდეს.
„ლაბორატორიულად შევამწომებთ და რამდენიმე დღეში დავდებთ დასკვნას, თუ რა მოხდა მებონიების ნაკვეთში,“ – განუცხადა გამგებლის მოადგილემ „თაიმერს“.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავას ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაჩხოროწყუს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია