საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავას ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად მიუსამძიმრა ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებს, პატივი მიაგო უდიდესი ქართველი საოპერო მომღერლის ხსოვნას და თანადგომა გამოუცხადა მის მეგობრებსა და ახლობლებს.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაწალენჯიხის გამგეობას “ფაროსანას პრეპარატი” “სარევალას სითხეში” შეეშალა – რა მოხდა სოფელ ჯაღირაში