პარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

დაკავებულების ადვოკატის, გიორგი ონიანის განცხადებით, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით, 10:00 საათიდან დაიწყება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ასევე ზუკა ბერძენიშვილი.

შსს-მ გუშინდელ აქციაზე ჯამში 37 პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიIRI: მოსახლეობის 68% ამბობს, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ძალაუფლებას გადაამეტა
შემდეგი სტატიაIRI – მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი