პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ – სხდომა შესაძლოა დაიხუროს

პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. სუს-ის ხელმძღვანელი კანონმდებლების წინაშე ანგარიშით წარდგება.

ფარული ჩანაწერები, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები და მაღალბიუჯეტიანი სტრუქტურის საქმიანობა. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები რაზეც აპირებს ოპოზიცია გაამახვილოს ყურადღება.

თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ უწყების სპეციფიურობიდან გამომდინარე სხდომა დაიხუროს.

მმართველი გუნდის პოზიციას სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არ ეთანხმება ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, მათი კითხვების უმეტესობა ეხება საკითხებს, რომელზეც საზოგადოებას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„ეს არის სრული უაზრობა, ჩვენს კითხვებს გავიმეორებთ გარეთაც, ჩვენი კითხვები არ უნდა დახურონ, შემდეგ ბატონი სუს-ის უფროსმა გადაწყვიტოს რომელ კითხვაზე პასუხისას უწევს ისეთი რამის თქმა, რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და ამას მაინც ნახავს საზოგადოება. იმიტომ, რომ ჩვენი კითხვების უმრავლესობა ეხება ისეთ საკითხებს, რომელზეც საჯაროდ საუბარი არა თუ შეიძლება, არამედ საჭიროა. მაგალითად; ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხის, ჩრდილოელ მეზობელთან დაკავშირებით რა ზომებია მიღებული,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ბენდელიანი – თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე რვა პირი დააკავა