პარლამენტში უკვე მესამე საათია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი – კობახიძე

საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ძალან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად გაყიდეს საკუთარი თავი.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი – ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არ ახორციელებდნენ თურმე აგიტაციას კაბინეტებსა და დერეფნებში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რადგან ამაზე გვაქვს ინფორმაცია. რასაც ჩვენ ვამბობდით, ახლა სამი საათის განმავლობაში, პლენალურ სხდომათა დარბაზში ის დაამტკიცეს. საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, ისინი ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ძალან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, ძალიან მარტივად გაეცა ამ ყველაფერს პასუხი, თავად გაყიდეს საკუთარი თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდმიტრო კულება აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისადმი დათმობების სტრატეგია 2014 წლის შემდეგ ჩავარდა და მას წარმატების შანსი არ აქვს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩოს განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს – კობახიძე