პარლამენტში ინტერპელაციის პროცედურა კამათის საგანი გახდა

ინტერპელაციის პროცედურის დროის განაწილება პარლამენტის ბიუროს და შემდგომ პლენარულ სხდომაზე კამათის საგნად იქცა.

დისკუსიის საფუძველი რეგლამენტით დადგენილი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დრო იმის პროპორციულად მცირდება რამდენი კითხვაც არის გაგზავნილი.

პრემიერთან და განათლების მინისტრთან ჯამში სულ სამი შეკითხვა გაიგზანა. შესაბამისად, გამომსვლელთათვის რეგლამენტით დადგენილი დრო ბიუროს გადაწყვეტილებით, სამჯერ შემცირდა.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენური ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების მკვეთრი ზრდა.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიწვია. მინისტრისადმი მათ აქვთ ორი კითხვა პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების თაობაზე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ დავადასტურეთ, რომ ხმები სწორედ დავთვალეთ, ყველა ბრალდება, რომელიც საარჩევნო პროცესში იყო აღმოჩნდა ცარიელი სიტყვები – ჟვანია
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე ოპოზიციას : გასაგებია, რომ ჩვენ შორის არსებობს ღირებულებითი განსხვავებები, ეს ლოგიკურიც არის