პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის განცხადებით, საკითხი ეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სივრცითი დაგეგმარების მიმართულების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გადატანას, ამ მიმართულების გაძლიერებას და ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას.

ნინო ენუქიძის განმარტებით, კანონპროექტში ზუსტად განისაზღვრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ის სახეები, რისთვისაც დაწესებული იქნება საფასურები. კერძოდ, ესენია: ტრეინინგები, კონსულტაციები, ზონის სტატუსის მინიჭება, წინასწარი შეფასების დოკუმენტები და დასკვნები. პროექტის თანახმად, აღნიშნული მომსახურების სახეებისთვის საფასურის განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულ შესამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა მორიგი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს
შემდეგი სტატიავიმედოვნებთ, ოპოზიციაში შეძლებენ შეთანხმებას სამ დეპუტატზე, რომელიც ჩაერთვება პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციაში – მდინარაძე